მოზარდებმა ორი ავტობუსი გაიტაცეს და სკოლის შენობაში შევარდნენ (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 15:05 | 25.04.2017
ნანახია: 1255

იტალიის პოლიციამ სამი მოზარდი დააკავა, რომლებმაც ორი საზოგადოებრივი ავტობუსი გაიტაცეს, თავიანთი სკოლის კარი შეამტვრიეს და შენობას დაეჯახნენ. ინციდენტი იტალიის ჩრდილოეთით, ქალაქ კარპიში მოხდა.
სკოლისთვის მიყენებულმა ზიანმა 70 ათას ევროს მიაღწია. ავტობუსებისთვის მიყენებული ზიანი კი 100 ათას ევროდ შეფასდა.

16-17 წლის მოზარდები Meucci di Carpi-ის სკოლის მოსწავლეები არიან. სამივე მათგანი აფრიკიდან იმიგრირებული ოჯახებიდან არიან. პოლიცია ვარაუდობს, რომ მოზარდებს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ისლამისტების მიერ ჩადენილი ტერაქტების კოპირება სურდათ.
მათ ავტოსადგომიდან ხუთი ავტობუსი გაიტაცეს. სამი მანქანა მიატოვეს, ორის დახმარებით კი ჯერ სკოლის კარი შეამტვრიეს, შემდეგ კი შენობის ვესტიბიულში შევარდნენ.
ამ დროისათვის სამივე მოზარდი დაკავებულია. პოლიცია მათ სავარაუდო თანამზრახველებს ეძებს.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე