თურქეთის სამხედრო ავიაციამ ერაყში შეცდომით მოკავშირეთა ძალები დაბომბა

საქართველო, თბილისი - 13:51 | 25.04.2017
ნანახია: 1590

ჩრდილოეთ ერაყში თურქეთის სამხედრო-საჰაერო ავიაციამ შეცდომით ქურთული შენაერთის ”პეშმერგას”  მებრძოლები დაბომბა, რომლებიც მისი მოკაშირეები არიან. დაიღუპა ხუთი სამხედრო. თურქი სამხედროების ოპერაციის მიზანს ქურთთა მუშათა პარტიის წევრები წარმოადგენდნენ.  

ინციდენტი ერაყის ჩრდილო-დასავლეთით, სინჯარის მთიან ქედთან ახლოს მოხდა.

თურქი სამხედროების მონაცემებით, ქურთთა მუშათა პერტიის წევრებს თურქეთის ტერიტორიაზე იარაღი და ასაფეთქებელი საშუალებები გადაჰქონდათ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე