ენმ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობას გეგმავს

საქართველო, თბილისი - 12:39 | 25.04.2017
ნანახია: 1158

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ენმ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობას გეგმავს. მისი თქმით, კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს სხვადასხვა პარტიასთან,

,,ბუნებრივია, გარკვეული კონსულტაციები იქნება სხვა პოლიტიკურ პარტიებთანაც, უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ წინასაარჩევნო კამპანიის გახსნას და აქტიურად შევუდგებით ამ საქმეს. კონკრეტულად პოლიტიკური პარტიების დასახელებისგან თავს შევიკავებთ, მიმდინარეობს კონსულტაციები სხვადასხვა პარტიასთან. 

მთავარი ოპოზიციური ძალა „ნაციონალური მოძრაობაა“ და ჩვენ სხვა პარტიებთან თუ დამოუკიდებლად ვაპირებთ ხელისუფლების დამარცხებას და ქვეყნის გათავისუფლებას ქართული ოცნების მარწუხებისგან", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე