კონექტიკუტში თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

საქართველო, თბილისი - 12:32 | 25.04.2017
ნანახია: 1250

ერთძრავიანი თვითმფრინავი Piper PA-28 ამერიკის კონექტიკუტის შტატის ქალაქ მერიდენში ჩამოვარდა. ინციდენტის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა.

პოლიციის წარმომადგენელთა თქმით, თვითმფრინავი აეროპორტში დაჯდომის მცდელობისას ჩამოვარდა. დაღუპული თვითმფრინავის მფლობელია, დაშავებული კი მისი ვაჟი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვაილი. წინასწარი უნფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ავიაკატასტროფის მიზეზები უცნობია. დაწყებულია გამოძიება.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე