ჟურნალისტს პირდაპირი ეთერის დროს მეხი დაეცა (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 11:25 | 25.04.2017
ნანახია: 1714

ჩინური ტელეარხის Dalian TV-ის წამყვანს პირდაპირი ეთერის დროს მეხი დაეცა.

ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც ლუ სიაოდუნი ქუჩიდან ამინდის პროგნოზს გადასცემდა. ამ დროს ქალაქში ჭექა-ქუხილი იყო.

Youtube-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში, ჩანს მკაფიო განათება ეთერის დროს, რის შემდეგაც წამყვანმა დაიყვირა და გადააგდო ქოლგა, რომელსაც სავარაუდოდ მეხი მოხვდა.

”ჩემი ხელი გაშეშდა, დავინახე ყვითელი ნაპერწკლები ხელზე და ქოლგის ტარზე”, - ამბობს ჟურნალისტი. მისი თქმით, მხოლოდ ვიდეოჩანაწერის ნახვის შემდეგ დარწმუნდა, რომ ელექტროენერგიის ძალა ისეთი ძლიერი არ იყო, როგორც მას მეხის დაცემის დროს ეგონა.

 






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე