ერდოღანი ფრანგ პოლიტოლოგს უჩივის

საქართველო, თბილისი - 14:39 | 24.04.2017
ნანახია: 1218

თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი ფრანგ პოლიტოლოგს ფილიპ მორო-დეფარჟს  მის მიმართ სკანდალური გამონათქვამების გამო უჩივის.

ტელერახ BFM Business-ს ეთერში მორო-დეფარჟმა კონსტიტუციაში ცვლილებების შესახებ  თურქეთის რეფრენდუმის გათვალისწინებით განაცხადა, რომ ორი გზა რჩება: ან სამოქალაქო ომი, ან ერდოღანის ჩამოგდება.

საჩივარში ნათქვამია, რომ თურქეთის სისხლის სამართლის კოდქსით, მორო-დეფარჟის სიტყვები შესაძლოა შეფასდეს, როგორც პრეზიდენტზე თავდასხმისკენ მოწოდება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე