წულუკიანი: ამ ქვეყანაში აღარ იქნება რევოლუციები

საქართველო, თბილისი - 18:07 | 03.11.2015
ნანახია: 1751

საქართველოში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების დღის წესრიგზე პარლამენტში ევროკავშირი-საქრათველოს საპარლამეტნო ასოცირების კომიტეტის პირველ სხდომაზე მსჯელობენ. შეხვედრზე დეპუტატებთან ერთად მინისტრთა კაბინეტის წევრებიც ესწრებიან .„ჩვენ გვაქვს პრობლემები, მაგრამ ეს პრობლემები არის დახვეწილი პრობლემები. ეს ის პრობლემებია, რომლის გადაჭრაც შეიძლება, მთავარია ის პროცესი გაგრძელდეს, რომელიც სამი წლის წინ დაიწყო. როდესაც ჩვენ, მთავრობა, გაისად, ამ შემადგენლობით ამოვწურავთ ჩვენს მანდატს, დავტოვებთ ჩვენს უკან კარგ მემკვიდრეობას. მემკვიდრეობას, რომელიც ეხება ადამიანის დაცულ უფლებებს, ძლიერ ინსტიტუტებს, დეპოლიტიზებულ საპროკურორო ორგანოებს, დამპოუკიდებელ და მიუკერძოებელ სასამართლოს, თავისუფალ მედიას - რა სფეროშიც ძალიან დიდი და გიგანტური ნაბიჯები გადაიდგა. ამ ქვეყანაში აღარ იქნება რევოლუციები. ამ ქვეყანაში აღარ იქნება დესტაბილიზაცია. ამ ქვეყანაში, არჩევნების გზით, ამომრჩეველი გადაწყვეტს, ვინ მოვიდეს ხელისუფლებაში და ვინ წავიდეს ხელისუფლებიდან", - განაცხადა მინისტრმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე