ლუგანსკში ეუთოს მისიის წარმომადგენელი ნაღმზე აფეთქდა

საქართველო, თბილისი - 11:08 | 24.04.2017
ნანახია: 1129

ეუთოს სადამკვირვებლო მისიის პატრული ლუგანსკის ოლქში ნაღმზე აფეთქდა. მისიის ერთი წევრი დაიღუპა, კიდევ ერთი კი მძიმედ დაიჭრა.

ამის შესახებ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ეუთოს თავმჯდომარემ სებასტიან კურცმა განაცხადა.

კურცის განცხადებაში ნათქვამია, რომ მისიის გარდაცვლილი წევრი ამერიკის მოქალაქე იყო. თუმცა მოგვიანებით უკრაინულმა მხარემ განაცხადა,  რომ ის დიდი ბრიტანეთის მოქალაქე ჯოზეფ სტოუნი იყო. ინციდენტი 23 აპრილს,  ე.წ. ლუგანსკის რესპუბლიკის კონტოლირებად სოფელ  პრიშიბში მოხდა.

მსგავსი ინციდენტი თებერვალშიც მოხდა, როდესაც დონეცკის რაიონში სეპარატისტების ცეცხლის ქვეშ ეუთოს წარმომადგენლები მოყვნენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე