მაზარი-შარიფის ბაზაზე თალიბების თავდასხმას 200-მდე სამხედრო ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 10:31 | 24.04.2017
ნანახია: 1228

ავღანეთში მაზარი-შარიფის სამხედრო ბაზაზე თალიბების თავდასხმის შედეგად 200-მდე ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს.

ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს დაღუპულთა შესახებ იფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა აღნიშნა რომ დაღუპულთა და დაჭრილთა რაოდენობამ 120-ს გადააჭარბა.

თავდასხმა პარასკევს მოხდა. ”თალიბანის” მებრძოლები სამთავრობო არმიის ფორმაში იყვნენ ჩაცმულები.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა იმ დროს მოხდა, როდესაც ბაზაზე მდებარე მეჩეთიდან ჯარისკაცები გამოდიოდნენ. თალიბების თქმით, მათ თვითმკველელბი გამოიყენეს, რათა ბაზის დაცვის შიდა პერიმეტრი გაერღვიათ. ავღანეთში გლოვაა გამოცხადებული.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე