საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მაკრონი ლიდერობს

საქართველო, თბილისი - 09:52 | 24.04.2017
ნანახია: 2102

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეთა ხმების 96 %-ის დათვლის შედეგად, პრეზიდენტობის ცენტრისტი კანდიდატი ემანუელ მაკრონი  პირველ ადგილზეა და მას ხმათა 23,91 % აქვს, ულტრამემარჯვენე ეროვნული ფრონტის ლიდერს  მარინ ლე პენს კი  არჩევნებში მონაწილეთა 21,42 % უჭერს მხარს.

განახლებული მონაცემები საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. 

ხმათა 85 %-ის დათვლის შემდეგ, კანდიდატებს შორის სხვაობა დაახლოებით 1 %-ს შეადგენდა. 

ამ დროის მონაცემებით მაკრონი და ლე პენი მიიღებენ მონაწილეობას 7 მაისს დაგეგმილ მეორე ტურში. 

მესამე ადგილზეა ფრანსუა ფიონი 19,94 %-ით, ხოლო ჟან-ლუკ მელანშონს 19,54 % აქვს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე