მფრინავი ავტომობილი 1,5 მლნ ევროდ შეაფასეს

საქართველო, თბილისი - 14:09 | 21.04.2017
ნანახია: 1312

მონაკოში Top Marques-ის გამოფენაზე უნგრულმა კომპანია AeroMobil-მა მფრინავი ავტომობილის ახალი ვერსია წარმოადგინა. ის აღჭურვილია გასაშლელი როტორით და გაყიდვაში შესაძლოა 2020 წლის ბოლოსთვის ჩაუშვან. ფირმამ უკვე მიიღო წინასწარი შეკვეთები, თუმცა მანქანის ტექნიკური მახასიათებლები არ სახელდება.

მფრინავი ავტომობილი, რომელიც 25 წლის განმავლობაში იქმნებოდა, გაყიდვაში 2020 წელს გამოჩნდება. ორადგილიანი აპარატი 1,2-1,5 მლნ ევროდ არის შეფასებული. ექვსმეტრიანი AeroMobil-ი ავტომობილის რეჟიმში ორ მეტრზე მეტი სიგანისაა, გაშლილი ფრთებით კი ცხრა მეტრს აღწევს. მანქანის თვითმფრინავად ტრანსფორმირებას სამი წუთი სჭირდება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე