პრეზიდენტის არჩევის წესთან და საარჩევნო სისტემის მოდელთან დაკავშირებით, ევროპული საქართველო პლებისციტს ითხოვს
საქართველო, თბილისი - 13:20 | 21.04.2017 ნანახია: 1271
პრეზიდენტის არჩევის წესთან და საარჩევნო სისტემის მოდელთან დაკავშირებით, მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველო ხელისუფლებას და პოლიტიკურ პარტიებს პლებისციტს სთავაზობს, - ამის შესახებ განმარტება პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით გაქრაძემ გააკეთა.
,,მინდა, გამოვეხმაურო სიტუაციას, რომელიც შეიქმნა საკონსტიტუციო კომისიის და საკონსტიტუციო ცვლილებების ირგვლივ. ბოლო დღეების განმავლობაში ნათლად გამოიკვეთა, რომ საკონსტიტუციო კომისიაში ერთ მხარეს არის ქართული ოცნება, ხოლო მეორე მხარეს არის სრულიად პოლიტკური სპექტრი, ყველა პოლიტიკური პარტია, პრეზიდენტი, არასამთავრობო სექტორი. საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც მიღებული იქნება მხოლოდ ერთი პარტიის ხმებით სიკეთეს ვერ მოუტანს ქვეყანას, მხოლოდ გააღრმავებს პოლარიზაციას და დაპირისპირებას, ამიტომ აუცილებლად გვეჩვენება ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც შეამცირებდა ქვეყანაში მომავალი დაპირისპირების რისკს და სიტყვას მისცემდა საქართველოში ხელისუფლების მთავარ წყაროს და მთავარ არბიტრს ქართველ ხალხს. სწორედ ამიტომ, ევროპული საქართველოს ინიციატივაა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ორ მთავარ საკითხზე - პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნების თემაზე და საპარლამენტო არჩევნების სისტემაზე ჩატარდეს პლებისციტი, სადაც ქართველი ხალხი დააფიქსირებს საკუთარ აზრს. სურს თუ არა მას ჰქონდეს პრეზიდენტის არჩევის უფლება და როგორი პარლამენტი უნდა რომ ჰყავდეს საქართველოს. ამ ქვეყანაში ხელისუფლების მთავარი წყარო გახლავთ ხალხი, თითოეული ჩვენგანის, პოლიტიკოსების უფროსი გახლავთ ხალხი, ამიტომ მე, როგორც საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი პირობას ვდებ საჯაროდ, როგორიც არ უნდა იყოს პლებისციტის შედეგი, მე მას დავემორჩილები, ვაღიარებ და ხმას მივცემ შესაბამისად. იგივეს ველოდები სხვა პოლიტიკური პარტიების მხრიდანაც, ვინაიდან ამ ქვეყანაში ყველაზე მაღალი გადაწყვეტილების წყარო არის ხალხი. მოვუწოდებ პრემიერ კვირიკაშვილს, რომელიც კანონმდებლობის მიხედვით გახლავთ უფლებამოსილი დანიშნოს პლებისციტი, რომ იყოს არაერთი ადამიანის ან ერთი პოლტიკური ძალის პრემიერ მინისტრი, არამედ მოიქცეს როგორც ქართველი ხალხის პრემიერ მინისტრი და მისცეს ქართველ ხალხს არჩევანის უფლება სურს თუ არა პრეზიდენტის არჩევა და როგორი უნდა იყოს პარლამენტი. მე შეგნებულად ვსაუბრობ პლებისციტზე და არა რეფერენდუმზე, ვინაიდან ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით, რეფერენდუმი ინიშნება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე და ოკუპაციის პირობებში ჩვენ ამას არ განვიხილავთ. ეს არანაირ დამატებით ხარჯებს არ გამოიწვევს და ადგილობრივი არჩევნების დღეს შეიძლება ჩატარდეს. რაც მთავარია, ეს იქნება უმაღლესი განაჩენი და ქართველი ხალხის სიტყვა, რომელსაც დაემორჩიელბა თითოეული ჩვენგანი. თუ პრემიერს და დღევანდელ ხელისუფლებას არ ეყოფა პოლიტიკური ვაჟკაცობა, რომ აზრი ჰკითხოს ქართველ ხალხს, „ევროპული საქართველო“ აცხადებს მზადყოფნას, დაიწყოს პოლიტიკური კონსულტაციები პარტიებსა და პრეზიდენტთან ხელმოწერების შეგროვების მიზნით. ამ ხელმოწერებს არ ექნებათ იურიდიული ძალა, მაგრამ ეს იქნება მკაფიო განაცხადი, თუ რა სურს ქართველ ხალხს,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
პოლიტიკა
- უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქართულ-უკრაინული ურთიერთობის გასაფუჭებლად, ამას ვერ მიაღწევენ, რადგან უკრაინელები ჩვენი მეგობარი ხალხია - დავით მათიკაშვილი
- მივიღეთ გადაწყვეტილება, პლასტმასის ბოთლებში სასმელის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავავადოთ - ირაკლი კობახიძე
- ირაკლი კობახიძეს არც ინტელექტი აკლია, არც ცოდნა, მან სტუმარი მიიყვანა პარტიის დამფუძნებელთან, ივანიშვილი შესაბამისად არის დაფასებული ყველა ჩვენთაგანის მიერ - გია ვოლსკი
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
საზოგადოება
- „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი: „მიმართულებები, რომლებიც 2025 წელს ზარალიანი იყო, დღეს უკვე შემოსავლის გენერირების ფაზაშია“
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
მსოფლიო
- ცეცხლის შეწყვეტა ყოველთვის კარგი ამბავია, მაგრამ ტაშს ვერ დავუკრავთ მათ, ვინც სამყაროს ცეცხლი წაუკიდა, მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ წყლით გამოჩენილიყვნენ - პედრო სანჩესი
- აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რეგიონსა და მსოფლიოს შვებას მოუტან - კირ სტარმერი
- დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა
- სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან სროლა მოხდა, განეიტრალებულია 3 ადამიანი, დაშავებულია 2 პოლიციელი - მედია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
- ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
- მომავლის ავტოინდუსტრია: ციფრული ევოლუცია და „თეგეტას“ ამბიციური ხედვა
- „გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსის“ საგაზაფხულო კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















