საქართველო ევროსაბჭოს პოლიტიკურ დღის წესრიგში უნდა დარჩეს - ევროკავშირის დელეგაცია
საქართველო, თბილისი - 11:27 | 21.04.2017 ნანახია: 2088
„ევროკავშირი მიესალმება „ საქართველოში კონფლიქტის შესახებ“ გენერალური მდივნის ტორბიორნ იაგლანდის მე-15 კონსოლიდირებული ანგარიშის გამოქვეყნებას და მიიჩნევს, რომ საქართველოში არსებული კონფლიქტის საკითხი ევროპის საბჭოს პოლიტიკურ დღის წესრიგში მომავალშიც უნდა შენარჩუნდეს“. - ამის შესახებ საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ევროკავშირის დელეგაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
,,განცხადებაში ხაზგასმითაა აღნიშნული კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტისკენ მიმართული ძალისხმევისა და ნდობის აღდგენის ღონისძიებების მნიშვნელობა და ის როლი, რომელსაც ამ პროცესში ევროპის საბჭო, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებთან ერთად ასრულებს, რაც „უნიკალურ შესაძლებლობას ქნის კონფლიქტის შედეგად გახლეჩილი საზოგადოების წევრთა გასაერთიანებლად“.
ამ კონტექსტში ევროკავშირი მიესალმება საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივებსა და კონსტრუქციულ მიდგომებს, ასევე „იმ პროგრესს, რომელსაც საქართველოს მთავრობამ იძულებით გადაადგილებულ პირთა რეინტეგრაციისა და სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის მიმართულებით მიაღწია“. განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი კვლავ მხარს დაუჭერს კონფლიქტის რეგიონებში ნდობის აღდგენის, თანამშრომლობისა და ჰუმანიტარული დახმარების ღონისძიებებს, რომლებიც საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით უნდა განხორციელდეს.
ევროკავშირი მტკიცე მხარდაჭერას გამოხატავს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და მკაცრად გმობს რუსეთის ფედერაციის ქმედებებს, კერძოდ ე.წ. შეთანხმებებს ცხინვალისა და აფხაზეთის ოკუპირებული რეგიონების უკანონო სამხედრო დაჯგუფებების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შესვლის შესახებ, რაც, როგორც ევროკავშირის განცხადებაშია აღნიშნული, „აფერხებს რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების ძალისხმევას, არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ეწინააღმდეგება როგორც საეთაშორისო სამართლის პრინციპებს, ისე რუსეთის მიერ ევროსაბჭოს ფარგლებში ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს“.
ევროკავშირი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. განცხადებაში, კერძოდ, ნათქვამია, რომ ევროკავშირი არ აღიარებს 12 მარტს აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს, ცხინვალის რეგიონში გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს და ე.წ. რეფერენდუმს, რომელიც რეგიონის სახელის შეცვლას ისახავს მიზნად .
ევროკავშირი საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის მიმართ მტკიცე მხარდაჭერას ადასტურებს და რუსეთს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და ყველა იმ დაბრკოლების აღმოფხვრისკენ მოუწოდებს, რომელიც ამ პროცესს ხელს უშლის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
პოლიტიკა
- უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქართულ-უკრაინული ურთიერთობის გასაფუჭებლად, ამას ვერ მიაღწევენ, რადგან უკრაინელები ჩვენი მეგობარი ხალხია - დავით მათიკაშვილი
- მივიღეთ გადაწყვეტილება, პლასტმასის ბოთლებში სასმელის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავავადოთ - ირაკლი კობახიძე
- ირაკლი კობახიძეს არც ინტელექტი აკლია, არც ცოდნა, მან სტუმარი მიიყვანა პარტიის დამფუძნებელთან, ივანიშვილი შესაბამისად არის დაფასებული ყველა ჩვენთაგანის მიერ - გია ვოლსკი
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
საზოგადოება
- „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი: „მიმართულებები, რომლებიც 2025 წელს ზარალიანი იყო, დღეს უკვე შემოსავლის გენერირების ფაზაშია“
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
მსოფლიო
- ცეცხლის შეწყვეტა ყოველთვის კარგი ამბავია, მაგრამ ტაშს ვერ დავუკრავთ მათ, ვინც სამყაროს ცეცხლი წაუკიდა, მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ წყლით გამოჩენილიყვნენ - პედრო სანჩესი
- აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რეგიონსა და მსოფლიოს შვებას მოუტან - კირ სტარმერი
- დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა
- სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან სროლა მოხდა, განეიტრალებულია 3 ადამიანი, დაშავებულია 2 პოლიციელი - მედია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
- ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
- მომავლის ავტოინდუსტრია: ციფრული ევოლუცია და „თეგეტას“ ამბიციური ხედვა
- „გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსის“ საგაზაფხულო კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















