მსოფლიოში ყველაზე ჭარბწონიანმა ქალმა 250 კგ დაიკლო

საქართველო, თბილისი - 18:16 | 20.04.2017
ნანახია: 1329

ეგვიპტელმა ემან აბდ ელ-ატიმ, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მძიმეწონიან ადამიანად ითვლება, 250 კილოგრამი დაიკლო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ინდოეთის კლინიკაჩი ჩატარებული მძიმე ოპერაციის შემდეგ მან ნახევარი წონა დაკარგა.

მანამდე ელ-ატი 500 კილოგრამს იწონიდა. ბარიატრიული ოპერაცია მას 2 თვის წინ ჩაუტარეს.

11 წლის ასაკში გოგონა ძალიან სწრაფად იმატებდა წონაში,  რამაც ინსულტი გამოიწვია და ემანი ლოგინს მიაჯაჭვა. ჭარბი წონის გამო ემანი სახლიდან 25 წელია არ გასულა.

მასზე დედა და და ზრუნავენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე