უცნობმა პირებმა უკრაინის გენერალური პროკურორის კაბინეტი დაცხრილეს

საქართველო, თბილისი - 15:50 | 03.11.2015
ნანახია: 1869

უცნობმა პირებმა უკრაინის გენერალური პროკურორის ვიქტორ შოკინის სამუშაო კაბინეტი დაცხრილეს. ამ დროს კაბინეტში გენპროკურორი თათბირს მართავდა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის გიტლიანსკაის თქმით, არავინ დაშავებულა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, გასროლა ქუჩის მხრიდან მოხდა. ვიქტორ შოკინმა განაცხადა, რომ გამოძიება უმაღლესი რადას დეპუტატების ფრაქცია „ოპოზიციური ბლოკიდან“ ვადიმ ნოვინსკის, ალექსანდრ ვილკულის და ნატალია კოროლევსკაიას დაკითხვას აპირებს.

უკრაინის მთავარმა სამხედრო პროკურორმა, ანატოლი მატიოსმა განაცხადა, რომ  სნაიპერმა შეიარაღებული თავდასხმა განახორციელა ქვეყნის გენერალურ პროკურორზე, რომელიც მხოლოდ ფანჯრის ჯავშნიანმა მინამ იხსნა.

მისი თქმით, გასროლა შესაძლოა პროკურატურის გვერდით მდებარე შენობიდან მომხდარიყო.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე