ფრანგმა მხატვარმა წიწილა გამოჩეკა

საქართველო, თბილისი - 14:49 | 20.04.2017
ნანახია: 1241

ფრანგმა მხატვარმა-აქციონისტმა აბრაამ პუენშევალმა  პირველი წიწილა გამოჩეკა. მან ექსპერიმენტი კრუხის განცდებისა და გრძნობების გათავისებისთვის წამოიწყო.  თუმცა პერფორმანსი ამით ჯერ არ დასრულებულა. მხატვარი კიდევ რვა წიწილას გამოჩეკას ელოდება. მხოლოდ ამის შემდეგ დაუბრუნდება ის თავის ოჯახს.

მხატვარმა წიწილების გამოსაჩეკად პარიზის Palais de Tokyo-ის მუზეუმში შუშის ვივარიუმში 29 მარტს დაჯდა.

მისი წონის გათვალისწინებით აბრაამი სპეციალურ სკამზე ზის, რომლის დასაჯდომის ქვეშაც მოთავსებულია კრუხის საბუდარი.

პერფორმანსის განმავლობაში პუენშევალი გახვეული იყო თერმომოსასხამში მაღალი ტემპერატურის შესანარჩუნებლად.

44 წლის მხატვარი ცნობილია იმით, რომ დახურული პოლიეთილენის ბოთლით მდინარე რონა გადაცურა. 13 დღის განმავლობაში კი დათვის ფიტულში ცხოვრობდა და ჭიაყელებითა და ხოჭოებით იკვებებოდა, რათა დათვის დიეტა დაეცვა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე