თურქეთის უმაღლესმა საარჩევნო საბჭომ პლებისციტის შედეგების გადახედვაზე უარი თქვა

საქართველო, თბილისი - 14:20 | 20.04.2017
ნანახია: 1128

თურქეთის რეფერენდუმის შედეგები არ გადაიხედება. უმაღლესმა საარჩევნო საბჭომ ოპოზიციის აპელაცია არ დააკმაყოფილა.

სახალხო-რესპუბლიკური პარტია პლებისციტის შედეგების გაუქმებას ითხოვდა, რასაც მხარი საარჩევნო საბჭოს მხოლოდ ერთმა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი ხმა 11-მა წევრმა მისცა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი ამომრჩეველთა 51,4-მა პროცენტმა დაუჭირა.

საბოლოო შედეგებს უმაღლესი საარჩევნო საბჭო 28 აპრილამდე გამოაქვეყნებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე