Fox News-ის წამყვანი სექს-სკანდალის გამო სამსახურიდან დაითხოვეს

საქართველო, თბილისი - 10:09 | 20.04.2017
ნანახია: 1325

ამერიკული არხის  Fox News-ის ტელეწამყვანი ბილი ორაილი სექსუალური ხასიათის შევიწროების ბრალდების გამო სამსახურიდან დაითხოვეს. ამის შესახებ არხის ხელმძღვანელობის განცხადებაშია ნათქვამი.

ჟურნალისტი სექსუალური ხასიათის შევიწროების გამო  არაერთხელ დაადანაშაულეს, რის შედეგდაც ტელეარხის 50-ზე მეტმა სპონსორმა მის გადაცემაში რეკლამის განთავსებაზე უარი განაცხადა.

ტელეარხის ხელმძღვანელობისადმი ორაილის გათავისუფლების მოთხოვნა მას შემდეგ გაძლიერდა, რაც პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჟურნალისტის ხუთმა თანამშრომელმა ქალმა 13 მლნ დოლარის კომპენსაცია მიიღო.

თავად ორაილი, რომელიც ტელევიზიაში მისი დაარსების დღიდან მუშაობდა, ყველა ბრალდებას უარყოფს.

თებერვლის დასაწყისში ბილი ორაილი კიდევ ერთი გახმაურებული ისტორიის მთავარი გმირი გახდა, როდესაც მან რონალდ ტრამპმთან ინტერვიუს დროს ვლადიმერ პუტინს მკვლელი უწოდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე