იუდას როლის შემსრულებელმა სპექტაკლში თავი ჩამოიხრჩო (ფოტო)

საქართველო, თბილისი - 16:29 | 18.04.2017
ნანახია: 1844

უბედური შემთხვევით დასრულდა სააღდგომო სპექტაკლის ჩვენება მექსიკის ქალაქ ტანკიტაროში.

იუდას როლის შემსრულებელმა, სპექტაკლის მიმდინარეობისას, მაყურებლის წინაშე თავი შემთხვევით ჩამოიხრჩო.

ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 23 წლის მსახიობი იუდას როლს ასახიერებდა, რომელიც იესო ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ თავს ხეზე იხრჩობს. სპექტაკლზე, სწორედ ამ მომენტის თამაშისას, მსახიობმა თავი ყულფში გაყო და თოკი ხეზე დაამაგრა. ყველას ეგონა, რომ მსახიობი იუდას თვითმკვლელობის იმიტაციას განასახიერებდა და პლატფორმა, რაზეც ის იდგა გაუძლებდა. მაგრამ მოვლენები საპირისპიროდ განვითარდა. პლატფორმამ მსახიობის წონას ვერ გაუძლო და ის ხეზე ჩამოეკიდა. 

ის საავადმყოფისკენ მიმავალ გზაზე გარდაიცვალა.

The horrific accident happened as the young man played Judas in an Easter passion play




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე