გიორგი კვირიკაშვილი 22 აპრილს ირანს ეწვევა

საქართველო, თბილისი - 11:13 | 18.04.2017
ნანახია: 1178

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 22 აპრილს ირანს ეწვევა, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოჰამედ ჯავად ზარიფისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე აღინიშნა.  

როგორც მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, დღეს გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის თეირანში დაგეგმილი ოფიციალური ვიზიტის დეტალები და ამ ვიზიტის მოსამზადებელი სამუშაოები შეათანხმეს. 

ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი დღესვე შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან.


პოლიტიკა

მსოფლიო



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე