სავჩენკოს მანქანა მოხუც ქალს დაეჯახა

საქართველო, თბილისი - 14:56 | 13.04.2017
ნანახია: 1317

საგზაო ინციდენტი კიევში. დეპუტატ ნადეჟდა სავჩენკოს მანქანა ქალაქის ცენტრში ხანდაზმულ ქალბატონს დაეჯახა. ინციდენტის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

როგორც ირკვევა, საჭესთან დეპუტატის მძღოლი იჯდა. თავად სავჩენკო მანქანიდან გადმოვიდა და წაქცეული ქალბატონის დახმარება სცადა.

შემთხვევის ადგილას საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების მანქანები მივიდნენ. სხვა დეტალები ამ დრომდე უცნობია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე