ვენესუელას პრეზიდენტის მანქანას ბოლივარის შტატში ქვები დაუშინეს

საქართველო, თბილისი - 17:15 | 12.04.2017
ნანახია: 1284

ვენესუელას პრეზიდენტის მანქანას ბოლივარის შტატში ქვები დაუშინეს. ქვეყნის პირველი პირი მოძრაობა „ჩავისტას“ იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე დასასწრებად იყო ჩასული.

„ჩავისტა“ მადუროს წინამორბედმა უგო ჩავესმა დაარსა.

ბოლივარის შტატში „ჩავისტას“ ღონისძიებები საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობს.

ანტისახელისუფლო აქციები პოლიციამ რამდენჯერმე ძალის გამოყენებით დაშალა, რის შედეგადაც ერთი დემონსტრანტი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე