ირანის ყოფილი ლიდერი საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირდა

საქართველო, თბილისი - 18:27 | 12.04.2017
ნანახია: 1279

მაჰმუდ ახმადინეჯადს პრეზიდენტობა კიდევ ერთი ვადით სურს. ირანის ყოფილი ლიდერი საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირდა.

ისლამური რესპუბლიკის მოქმედი ლიდერი ალი ჰამენეი ახმადინეჯადის რეგისტრაციის წინააღმდეგი იყო, თუმცა ექსპრეზიდენტმა საარჩევნო საბჭოში განაცხადი უკვე შეიტანა.

კანდიდატთა რეგისტრაცია ირანში ოფიციალურად 10 აპრილს დაიწყო. საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყანაში 19 მაისს ჩატარდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე