მიხეილ გიორგაძის პასუხი მსახიობებს

საქართველო, თბილისი - 13:47 | 12.04.2017
ნანახია: 2417

ზოგმა ხელმძღვანელმა შეუმცირა ხელფასი იმ მსახიობებს, რომლებიც ნაკლებად ან საერთოდ აღარ იყვნენ დაკავებულნი სპექტაკლებში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ თეატრის მსახიობების ხელფასების შემცირების საკითხის კომენტირებისას განუცხადა.

„ზოგმა ხელმძღვანელმა შეუმცირა ხელფასი იმ მსახიობებს, რომლებიც ნაკლებად ან საერთოდ აღარ იყვნენ დაკავებულნი სპექტაკლებში. ზოგან იყო გადაწყვეტილება ყველასთვის ერთნაირად - 10%-ით შემცირების თაობაზე. ასე რომ, ეს იყო თითოეული ხელმძღვანელის გადაწყვეტილება. იმ ბიუჯეტის პირობებში, რა ბიუჯეტიც თეატრებს აქვთ, ალბათ, თავად თეატრის ხელმძღვანელების ვალდებულება და პასუხისმგებლობაა, მოიძიონ ალტერნატიული დაფინანსების წყაროები და ამის შესაძლებლობას სწორედ კულტურის სამინისტრო უზრუნველყოფს, თუმცა ძალიან სამწუხაროა, რომ თეატრების ხელმძღვანელები, ძალიან იშვიათი გამონაკლისის გარდა, ამ მიმართულებით არაფერს აკეთებენ და მხოლოდ ბიუჯეტიდან ელოდებიან საკუთარი ბიუჯეტის გაზრდას",- განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე