პუტინი: ასადს პროვოკაციებს უწყობენ

საქართველო, თბილისი - 18:20 | 11.04.2017
ნანახია: 1787

რუსეთი სირიის მოქმედი რეჟიმის მიერ იდლიბში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტს კვლავ კატეგორიულად უარყოფს.

საგანგებო განცხადება კრემლის ლიდერმა იტალიის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

რუსეთის ლიდერმა სირიაში შექმნილი ვითარება  2003 წლის ერაყის მოვლენებს შეადარა.

მისი თქმით, შეერთებული შტატები ერაყში ქიმიური იარაღის არსებობის მოტივით შეიჭრა, რასაც კატასტროფული შედეგები მოჰყვა.

პუტინის მტკიცებით, ვაშინგტონი ასადს ქიმიური იარაღის გამოყენებაში დღესაც უსაფუძვლოდ ადანაშაულებს. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე