აღსარება ჩავიბარე - მამა რევაზ სიხარულიძე

საქართველო, თბილისი - 17:31 | 11.04.2017
ნანახია: 1605

„ციანიდის საქმეზე“ დაკავებული დეკანოზის გიორგი მამალაძის მოსანახულებლად მისულმა მამა რევაზ სიხარულიძემ სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულება უკვე დატოვა. 

„მე შემოვედი არა მარტო მოსანახულებლად, არამედ აღსარებაც ჩავიბარე. მისი ჯანმრთელობა ძალიან მაწუხებდა. ვისთვის, ეს შიმშილობა იყო, ვისთვის ეს მკაცრი მარხვა იყო - ეს თავად იფიქრონ. ახლა ნორმალურად იკვებება, ნორმალურად გრძნობს თავს. აღსარება ჩავიბარე. ამ შემთხვევაში, ზიარება ჩემი პრეროგატივა ვერ იქნება, რადგანაც სინოდზე მას შეჩერებული აქვს მღვდელთმსახურება, ეს უნდა მოხდეს მას შემდეგ, რაც გამოძიება დამთავრდება და ეს მღვდელმთავრების პრეროგატივაა“, - განაცხადა მამა რევაზ სიხარულიძემ.

მამა რევაზის თქმით, აღსარება არის სრულად კონფიდენციალური.

„რასაც აღსარებაში მეტყვიან, მამა გიორგი იქნება თუ სხვა, ეს სამარეში უნდა წავიღო“, - თქვა მამა რევაზ სამხარაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე