საქართველო რუსულ გაზზე უარს ამბობს

საქართველო, თბილისი - 14:13 | 11.04.2017
ნანახია: 1984

საქართველო რუსულ გაზზე უარს ამბობს - "გაზპრომისგან" ბუნებრივი აირის მიღება წლის ბოლომდე აღარ იგეგმება. შესაბამისი საპროგნოზო ბალანსი ენერგეტიკის მინისტრმა, კახი კალაძემ 7 აპრილს დაამტკიცა.

იანვარ-მარტში რუსეთიდან მიღებული ბუნებრივი აირის მოცულობამ 100 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა (თებერვალში - 70 მილიონი კუბური მეტრი).

მთავრობა მოსახლეობის და კომერციული სექტორის სრულად აზერბაიჯანული გაზით მომარაგებას აპრილიდან გეგმავს. მიწოდებას აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია (SOCAR) და შაჰდენიზის (სამხრეთ კავკასიის, ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი) კონსორციუმი განახორციელებენ. შესაბამისად, წელს რუსული გაზის წილი 4 % იქნება.

საპროგნოზო ბალანსის მიხედვით, წელს საქართველოში გაზის მიწოდება 2,457 მილიარდი კუბური მეტრი იქნება, აზერბაიჯანიდან იმპორტი - 2,347 მილიარდი კუბური მეტრი (95,5 %).

წელს ადგილობრივი მოპოვება დაახლოებით 10 მილიონ კუბურ მეტრს შეადგენს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე