ტრამპის რეიტინგი გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 18:20 | 10.04.2017
ნანახია: 1245

სირიული ავიაბაზის დაბომბვის შემდეგ თეთრი სახლის ლიდერის რეიტინგი მნიშვნელოვნად გაიზარდა. სოციოლოგიური გამოკითხვვა ამჯერად CBS News-მა ჩაატარა.

გამოკითხვის შედეგებით, ტრამპის პოლიტიკას დღეისათვის მხარს რესპოდენტთა 43 პროცენტი უჭერს. Gallup-ის გამოკითხვით, მარტის ბოლოს ტრამპის რეიტინგი 35 პროცენტს შეადგენდა.

თეთრი სახლის ლიდერმა სირიის სახელისუფლო ძალების აეროდრომის დაბომბვის განკარგულება მას შემდეგ გასცა, რაც იდლიბის მცხოვრებლების წინააღმდეგ ასადის რეჟიმმა ქიმიური იარაღი გამოიყენა.      

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე