არსებული ვარაუდით, ყაზანში ტაძარი განზრახ დაწვეს

საქართველო, თბილისი - 18:35 | 10.04.2017
ნანახია: 1239

რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამსახური არ გამორიცხავს, რომ ყაზანში ტაძარს ხანძარი გაუჩინეს. ამის შესახებ უწყების პრეს-სამსახურმა განაცხადა.

ოფიციალური ინფორმაციით, შენობაში ხანძრის რამდენიმე კერა იქნა აღმოჩენილი, იატაკზე კი აალებადი სითხე ესხა.

ე.წ. ყველა რელიგიის ტაძარს ცეცხლი გამთენიისას გაუჩნდა.

ხანძრის ლოკალიზება გამთენიისას შეძლეს.

ვრცელდება ინფორმაცია ერთი გარდაცვლილის შესახებაც.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე