ერდოღანმა ევროპა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა

საქართველო, თბილისი - 14:30 | 10.04.2017
ნანახია: 1261

თურქეთის პრეზიდენტმა ევროპა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

საგანგებო განცხადება რეჯეფ თაიფ ერდოღანმა იზმირში ამომრჩევლებთან შეხვედრისას გააკეთა.

„მათ აგიჟებთ 16 აპრილის რეფერენდუმი, რადგანაც ხედავენ, რომ თურქეთი დღითიდღე ვითარდება და ძლიერდება. მათ კარგად ესმით, რომ მმართველობის სისტემის შეცვლა თურქეთს კიდევ უფრო გააძლიერებს. მაგრამ მათ უნდა იცოდნენ, რომ რეფერენდუმის შემდეგ თურქი ხალხი ევროპას პასუხს მოსთხოვს. ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხსაც გადავხედავთ,“ - აღნიშნა ერდოღანმა




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე