ცხივნალის დეფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში ბიბილოვი ლიდერობს

საქართველო, თბილისი - 11:54 | 10.04.2017
ნანახია: 1308

ჩატარდება თუ არა ცხინვალში დეფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური? ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ბიულეტენების დათვლის პროცესი ჯერ არ დაუსრულებია. წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში პარლამენტის სპიკერი ანატოლი ბიბილოვი ლიდერობს, რომელსაც ხმა ამომრჩეველთა 48,7-მა პროცენტმა მისცა, მოქმედ პრეზიდენტს მხარი ელექტორატის 26-მა პროცენტმა დაუჭირა, მესამე კანდიდატს, ალან გაგლოევს კი ხმათა 19 პროცენტი აქვს.

ბიბილოვმა უკვე განაცხადა, რომ არჩევნებში ხმათა 54  პროცენტი მიიღო და პირველივე ტურში გაიმარჯვა, რაც ცესკომ არ დაადასტურა.

გვიან ღამით ცხინვალის ცენტრში ბიბილოვის მხარდამჭერები შეიკრიბნენ, თუმცა დეფაქტო კანდიდატმა მათ დაშლისკენ მოუწოდა.

რაც შეეხება რეფერენდუმს სამხრეთ ოსეთისთვის სახელის გადარქმევის შესახებ, ინიციატივას მხარი, ცესკოს მონაცემებით, ამომრჩეველთა თითქმის 80-მა პროცენტმა დაუჭირა.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე