საგანგებო მდგომარეობა ეგვიპტეში - ტერაქტს 40-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 11:11 | 10.04.2017
ნანახია: 1200

ეგვიპტეში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტმა კოპტურ ეკლესიებზე განხორციელებული ტერაქტების შემდეგ მიიღო. ეგვიპტის შინაგან საქმეთა სამინისტრომ აფეთქების ამსახველი ვიდეო მასალა გაავრცელა.

ტერაქტს 40-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. პრეზიდენტის განკარგულებით, უსაფრთხოების ზომების გაძლიერებას პოლიციასთან ერთად, სამხედრო შენაერთებიც უზრუნველყოფენ.

საგანგებო მდგომარეობა ეგვიპტეში 3 თვის განმავლობაში გაგრძელდება.


პოლიტიკა

მსოფლიო



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე