ბოლო მონაცემებით დაღუპულია 30 ადამიანი - აფეთქებბა წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაში

საქართველო, თბილისი - 15:37 | 09.04.2017
ნანახია: 2939

მასშტაბური ტერორისტული აქტი ეგვიპტეში. აფეთქების ხმა შუადღისას ქალაქ ტენტას ცენტრალურ რაიონში გაისმა.

ასაფეთქებელი მოწყობილობა წმინდა გიორგის სახელობის კოპტურ ეკლესიაში ამოქმედდა, სადაც ქრისტიანები ბზობის დღესასწაულს აღნიშნავდნენ. სხვა ვერსიით, ეკლესიაში თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა. ტერაქტს, ბოლო მონაცემებით, 30-მდე ადამიანი ემსხვერპლა, 70-მდე კი დაშავდა.

გავრცელდა ინფორმაცია პოლიციის სასწავლო ცენტრთან მომხდარი აფეთქების შესახებაც, რის შედეგადაც ერთი პოლიციელი დაიღუპა.

ეგვიპტის პრემიერ-მინისტრმა შერიფ ისრაელმა მომხდარს უკვე მისცა ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ რადიკალურ ექსტრემისტულ დაჯგუფებას არ აუღია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე