პუშკოვი ვაშინგტონს აკრიტიკებს

საქართველო, თბილისი - 17:05 | 07.04.2017
ნანახია: 1127

ამერიკელების მიერ სირიული სამხედრო ავიაბაზის დაბომბვას რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავდაცვის კომიტეტის წევრი ალექსეი პუშკოვი აფასებს.

„სირიაზე სარაკეტო დარტყმებით ამერიკელები არათუ ხელს უწყობენ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, არამედ ჯიჰატისტთა პოზიციებს აძლიერებენ. ეს ძალიან საშიში სამხედრო კონვულსიაა,“-წერს პუშკოვი სოციალურ ქსელ „ტვიტერში.“

ამერიკელებმა ჰომსში სამხედრო აეროდრომი დღეს, გამთენიისას დაბომბეს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე