ინდოეთში სტიქიას ებრძვიან

საქართველო, თბილისი - 15:46 | 07.04.2017
ნანახია: 1190

ინდოეთში ქაშმირის რეგიონში წყალდიდობის გამო ადგილობრივების ევაკუაცია გახდა საჭირო.

სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას დატბორილი სახლებიდან უვნებლად გამოსვლასა და პირადი აუცილებელი ნივთების ტრანსპორტირებაში მაშველებთან ერთად ჯარისკაცებიც ეხმარებიან.

დატბორილია ათობით დასახლებული რაიონი. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე