ვისურვებდი, რომ პრეზიდენტის გამოსვლა ყოფილიყო, უფრო ღრმა და ობიექტური - გიორგი კვირიკაშვილი

საქართველო, თბილისი - 13:57 | 07.04.2017
ნანახია: 1216

ვისურვებდი, რომ პრეზიდენტის გამოსვლა ყოფილიყო უფრო მრავლისმომცველი, უფრო ღრმა და უფრო ობიექტური, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პრეზიდენტის ყოველწლიურ გამოსვლაზე კომენტირებისას განაცხადა.

„ეს იყო ყოველწლიური ტრადიციული გამოსვლა პრეზიდენტის, სადაც პრეზიდენტმა წარმოადგინა საკუთარი შეხედულებები მიმდინარე მოვლენების შესახებ. ვისურვებდი, რომ პრეზიდენტის გამოსვლა ყოფილიყო უფრო მრავლისმომცველი უფრო ღრმა და უფრო ობიექტური“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.  


პოლიტიკა

მსოფლიო



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე