ჩვენ კრიტიკა არ გვაფრთხობს - ეკა ბესელია პრეზიდენტის გამოსვლაზე

საქართველო, თბილისი - 13:40 | 07.04.2017
ნანახია: 1529

„პრეზიდენტის გამოსვლის დასაწყისი იყო ბრალდების შემცველი, მგონია, რომ შეცდომა იყო, როდესაც პრეზიდენტმა გამოსვლა ასე დაიწყო“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ საზოგადოებრივს გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიური საპარლამენტო გამოსვლის შეფასებისას განაცხადა. 

„ჩვენ კრიტიკა არ გვაფრთხობს, არ ველოდით, რომ პრეზიდენტის გამოსვლა იქნებოდა ქება-დიდება, მაგრამ არ არის სასურველი, როდესაც პრეზიდენტი, რეალურად, როგორც მხარე ისე ელაპარაკება პარლამენტს და არა როგორც ნეიტრალური არბიტრი.

ჩვენ ვაპირებთ მას ფაქტებით ვესაუბროთ, ყველა მის ბრალდებაზე გვაქვს კონტრარგუმენტი. ცრუ განცხადება გაკეთდა რომ სასამართლოში კრიზისია და არ არის შიგნიდან დიალოგი“, - განაცხადა ეკა ბესელიამ. 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე