პრეზიდენტის გამოსვლაში ადეკვატური სიმწვავით არ დაისვა ანექსიის პრობლემა - სალომე სამადაშვილი

საქართველო, თბილისი - 13:37 | 07.04.2017
ნანახია: 1468

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ სალომე სამადაშვილის განცხადებით, პრეზიდენტს თავის გამოსვლაში მწვავედ არ უსაუბრია რუსეთის მხრიდან განხორციელებულ ანექსიაზე და მისი ტონი ამ მხრივ რბილი იყო.

"პრეზიდენტის მოწოდება, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატობისთვის უნდა მოემზადოს, სწორი იყო, მაგრამ ამას სტრატეგია და მკაფიოდ გაწერილი სამოქმედო გეგმა ჭირდება, რაც მთავრობას არ გააცნია.

პრეზიდენტის გამოსვლაში ადეკვატური სიმწვავით არ დაისვა ანექსიის პრობლემა, რომელიც აშკარად ხორციელდება. ამ მხრივ მისი ტონი უფრო მწვავე უნდა ყოფილიყო და გაეკრიტიკებინა მთავრობის არსებული პოლიტიკა. ამ თვალსაზრისით პრეზიდენტის გამოსვლა ჩემთვის რბილი იყო"- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე