პრეზიდენტმა დეპუტატებს ქართული წარმოების წახალისების მიზნით შექმნილი დაგროვების ბარათები დაურიგა

საქართველო, თბილისი - 13:06 | 07.04.2017
ნანახია: 1117

საქართველოს პრეზიდენტმა დეპუტატებს ქართული წარმოების წახალისების მიზნით შექმნილი დაგროვების ბარათები დაურიგა.

დაგროვების ბარათი საპრეზიდენტო კამპანიის “მოითხოვე ქართული” პროექტის ფარგლებში შეიქმნა და ქართული პროდუქციის შეძენისას მასზე მომხმარებელს ბონუსქულები დაერიცხება. 

„ქვეყნისათვის გადამწყვეტია ეროვნული წარმოების მეტად სტიმულირება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩემს მიერ დაწყებული კამპანია “მოითხოვე ქართული”, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკის ზრდას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას და ეროვნული ვალუტის გაძლიერებას. ამ პროექტის ფარგლებაში, ეროვნული წარმოების პოპულარიზაციის პარალელურად, ჩვენ შევქმენით დაგროვების ბარათი, რომელზეც მომხმარებელს ქულები ქართული პროდუქციის შეძენისას დაერიცხება. ამ ბარათის პირველი მფლობელები დღეს თქვენ გახდებით, - ასე, რომ მოგიწოდებთ “მოითხოვოთ ქართული”,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით გამოდის, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და საქართველოს მთავრობის წევრები ესწრებიან. პარლამენტში იმყოფებიან საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე