პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა დაიწყო

საქართველო, თბილისი - 12:31 | 07.04.2017
ნანახია: 1237

გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის ტრიბუნა უკვე დაიკავა. პრეზიდენტის ყოველწლიურ ანგარიშს კანონმდებლები, პრემიერი, მინისტრთა კაბინეტის წევრები და დიპკორპუსი უსმენს.

2-საათიანი შესვენების შემდეგ დებატები დაიწყება.

უფრაქციო დეპუტატებს დაეთმობა 5-5 წუთი, უმრავლესობის და უმცირესობის გარეთ არსებული ფრაქციების ("ნაციონალური მოძრაობა", "საქართველოს პატრიოტები") დეპუტატებს - 15-15 წუთი, უმრავლესობის და უმცირესობის ფრაქციების დეპუტატებს - 10-10 წუთი, უმრავლესობის და უმცირესობის დეპუტატებს - 45-45 წუთი, ვიცე სპიკერებს - 10-10 წუთი, პარლამენტის თავმჯდომარეს - 15 წუთი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე