სარფის საბაჟოზე თურქი მებაჟეები საქართველოს მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდნენ

საქართველო, თბილისი - 11:55 | 07.04.2017
ნანახია: 1275

სარფის საბაჟოზე ხმაური იყო. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ადგილობრივები თურქ მებაჟეებს ერთი პირის ცემაში ადანაშაულებენ. ისინი აცხადებენ, რომ დილით, 37 წლის როინ ლეონიძე ოჯახთან ერთად თურქეთში სამუშაოდ მიდიოდა, გამშვებ პუნქტზე თურქმა მებაჟემ მას ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი რამდენიმე მებაჟემ მასზე ფიზიკურად იძალადა.

 სარფთან შეკრებილები აცხადებენ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, ასეთი ფაქტები ხშირია თურქი მებაჟეების მხრიდან და ისინი სახელმწიფოს დახმარებას სთხოვენ. ერთერთი თვითმხილველის განცხადებით, როინ ლეონიძე თურქეთში ქალაქ ხოფის საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე