სირიის არმიის ცნობით, ალ შაირათის ავიაბაზაზე 6 ადამიანი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 11:53 | 07.04.2017
ნანახია: 1246

სირიის არმიის ცნობით, ექვსი ადამიანი ემსხვერპლა აშშ-ის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად სირიის რეჟიმის ალ შაირათის ავიაბაზაზე. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. 

ჰომსის გუბერნატორის ინფორმაციით, კი  სარაკეტო დარტყმების შედეგად სულ მცირე ოთხი ადამიანი გარდაიცვალა და შვიდი დაიჭრა.

მედიასაშუალების ცნობით, როგორც გუბერნატორმა ტალალ ბარაზიმ განაცხადა, იმ სოფლის სიახლოვეს, რომელიც ავიაბაზასთან მდებარეობს, სამოქალაქო პირები ცხოვრობენ. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე