ბრიტანეთი სირიაში აშშ-ის ქმედებებს მხარს უჭერს

საქართველო, თბილისი - 11:23 | 07.04.2017
ნანახია: 1172

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ სირიის სამხედრო-საჰაერო ძალებზე აშშ-ის იერიშს მხარი დაუჭირა.

პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლის თქმით, ამერიკის ქმედება სირიის რეჟიმის მიერ ბარბაროსულ ქიმიურ თავდასხმაზე შესაბამისი პასუხია.

იდლიბის პროვინციაში ქიმიური თავდასხმის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვები.

დღეს გამთენიისას, შეერთებულმა შტატებმა სირიის სამთავრობო ძალებზე პირველი იერიში მიიტანა. ხმელთაშუა ზღვიდან ქალაქ ჰომსთან ახლოს, ალ-შაირათის ავიაბაზა დაიბომბა. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, ავიაბაზას 50-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტა "ტომაჰავკი" ესროლეს.

ტელევიზიით გაკეთებულ განცხადებაში დონალდ ტრამპმა მთელს ცივილიზებულ სამყაროს სირიაში კონფლიქტის შეწყვეტის მხარდაჭერიკენ მოუწოდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე