ასტრახანში პოლიციელების მკვლელობაზე პასუხისმგებლობა ”ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო

საქართველო, თბილისი - 10:01 | 07.04.2017
ნანახია: 1158

”ისლამურმა სახელმწიფომ” ასტრახანში ორი პოლიციელის მკვლელობასა და რუსეთის გვარდიის თანმაშრომლებზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო.

სამშაბათს უცნობმა პირებმა ასტრახანში სამსახურეობრივ ავტომობილში ორი პოლიციელი ჩახრილეს, 6 აპრილის ღამეს კი ამავე ქალაქში რუსეთის ეროვნული გვარდიის პოსტს თავს დაესხნენ, რის შედეგადაც სამი ძალოვანი დაიჭრა.

რუსეთის შინაგან საქმეთა ინფორმაციით, პოლიციელბის მკვლელობასა და რუსეთის გვარდიის თანამშრომლებზე თავდასხმაში ორი ეჭვმიტანილი დააკავეს, კიდევ ოთხი კი სპეცოპერაციისას იქნა ლიკვიდირებული.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე