დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში საქართველოს ელჩი მიიღო

საქართველო, თბილისი - 16:08 | 06.04.2017
ნანახია: 1146

თეთრ სახლში აშშ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე მიიღო.

ახალდანიშნულ ელჩთან გაცნობითი შეხვედრისას პრეზიდენტმა ტრამპმა საქართველოს ელჩს მისიის დაწყება მიულოცა.

დავით ბაქრაძემ ამერიკის პრეზიდენტს ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების საქმეში საქართველოს წვლილზე და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე გაუმახვილა ყურადღება.

დონალდ ტრამპმა წარმატებები უსურვა ელჩს მომავალ საქმიანობაში.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე