ძაღლმა სოფლის მცხოვრებლები ტერაქტისგან გადაარჩინა

საქართველო, თბილისი - 15:42 | 06.04.2017
ნანახია: 1299

ნიგერიის სოფელ ბუბა აჰმედში ძაღლმა თავისი სიცოცხლის ფასად ადამიანები ტერაქტისგან გადაარჩინა. თვითმკვლელი ტერორისტი ქორწილში აფეთქებას აპირებდა, თუმცა თავისი ჩანაფიქრის განხორცილება არ დასცალდა, რადგან მას თავს ძაღლი დაესხა.

როდესაც ძაღლი ტერორისტს ებრძოდა, მოწყობილობა აფეთქდა, რასაც ორივე მათგანი ემსხვერპლა.

ქვეყანაში ტერორისტული ორგანიზცია ”ბოკო ჰარამის” მებრძოლები მოქმედებენ. ტერაქტების უმეტესობას სწორედ ამ დაჯგუფების წევრები ახორცილებენ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე