ევროპარლამენტმა უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას მხარი დაუჭირა

საქართველო, თბილისი - 14:45 | 06.04.2017
ნანახია: 1199

ევროპარლამენტმა სტრასბურგში პლენარულ სესიაზე მხარი დაუჭირა შენგენის ზონის ქვეყნებში უკრაინის მოქალქეებისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას. 

ევროპარლამენტის სპეციალური მომხსენებლის მარია გაბრიელის თქმით, უკრაინამ შეასრულა ევროკავშირის ყველა მოთხოვნა და მოლოდინსაც გადააჭარბა.

როგორც ”რია ნოვოსტი” უკრაინულ მედიაზე დაყრდნობით წერს, უვიზო რეჟიმის მინიჭებას მხარი დაუჭირა 521-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ ხმა მისცა 75-მა, თავი შეიკავა 36-მა დეპუტატმა.

კენჭისყრის შემდეგ, ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას უნდა დაამტკიცებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტმა, შემდეგ კი ევროკავშირის საბჭომ.

ამის შემდეგ, საკანონმდებლო აქტს ხელი უნდა მოაწეროს ევროპარლამენტის პრეზიდენტმა და გამოქვეყნდეს ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში. გადაწყვეტილება ძალაში შევა ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებიდან 20 დღის ვადაში. 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე