აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მცველი მეძავთან ურთიერთობისთვის დააკავეს

საქართველო, თბილისი - 13:04 | 06.04.2017
ნანახია: 1247

მერილენდის შტატის ერთ-ერთ სასტუმროში მეძავთან ურთიერთობისთვის აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომელი დააკავეს. ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკლ პენსის დაცვაზე იყო პასუხისმგებელი. ტელეარხ CNN-ის ცნობით, მცველს ძალადობაში ადანაშაულებენ.

დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც პოლიციაში სასტუმროს ადმინისტრატორმა დარეკა და აცნობა, რომ ერთ-ერთი ნომრიდან საეჭვო ხმაური გამოდიოდა. საიდუმლო აგენტი სასტუმროს ნომრიდან გამოსვლისას დააკავეს.

აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელობამ ის დროებით სამუშაოს ჩამოაშორა და საიდუმლო ინფორმაციებთან წვდომა შეუზღუდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე