კოლუმბიაში ღვარცოფის შედეგად მსხვერპლთა რაოდენობამ 300-ს გადააჭარბა

საქართველო, თბილისი - 11:41 | 06.04.2017
ნანახია: 1319

კოლუმბიის ქალაქ მოკოაში ღვარცოფის შედეგად მსხვერპლთა რაოდენობამ 300-ს გადააჭარაბა.

ხელისუფლების განცხადებით, უკვე ნაპოვნია 301 ცხედარი, ათეულობით ადამიანი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად არის მიჩნეული.

კოკისპირული წვიმების შედეგად მდინარეები მოკოა, სანგოიაკო და მულატოსი ნაპირებიდან გადმოვიდა და ქალაქ მოკოაში ღვარცოფი გამოიწვია. ქალაქი ძლიერ დაზარალდა, მისი ქუჩები სავსეა ტალახით, მორებითა და ლოდებით. შეწყვეტილია წყლის მიწოდება და ელქტრო და გაზმომარაგება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე