პაკისტანში ტერაქტს 6 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 11:21 | 05.04.2017
ნანახია: 1172

თვითმკვლელმა ტერორისტმა პაკისტანის ქალაქ ლახორში თავი აიფეთქა. შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ოთხი სამხედროა. დაშავდა 22 ადამიანი.

ინციდენტი ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთით მოხდა. ტერაქტის სამიზნე სამხედროები იყვნენ. ისინი ახლდნენ პირებს, რომლებიც მოსახლეობის აღწერას აწარმოებდნენ.

​ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე